სასწავლო პროექტი

პ რ ო ე ქ ტ ი ს  ს ა ხ ე ლ წ ო დ ე ბ ა: მათემატიკის ისტორია.

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში მათემატიკის განვითარების შესახებ, ასევე გაეცნობიან ცნობილი მათემატიკოსების ბიოგრაფიებს და ნაშრომებს, გაეცნობიან შესაბამის ეპოქას, ამ ქვეყნების კულტურას, მეცნიერებას, შექმნიან ფოტო ალბომებს, მოაწყობენ პრეზენტაციას.

პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გაუღვივებს ინტერესს მოიპოვონ ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში მათემატიკის განვითარების შესახებ ,ასევე ისინი  განამტკიცებენ ცოდნას თითოეული ქვეყნის    მათემატიკოსებს თუ რა წვლილი მიუძღვით მათემატიკის განვითარების საქმეში, გაეცნობიან ამ ქვეყნების კულტურას. შეგროვილი მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომებს, მოაწყობენ პრეზენტაციას.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარები, ასევე პრობლემების გადაჭრა და ანალიზის უნარები.

მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიძენენ კვლევა-ძიების უნარს. გამოიმუშავებენ ახალი ინფორმაციის მოძიებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

მუშაობა წარიმართება ჯგუფებში. მოსწავლეებს დავყოფ 2 ჯგუფად.

I-აქტივობა: თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება.

II-აქტივობა: სამუშაო ჯგუფების შექმნა.

III-აქტივობა: ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება.

I ჯგუფი-  ცნობილი მათემატიკოსების ბიოგრაფიებისა და მათ ნაშრომების გაცნობა.

II ჯგუფი- სხვადასხვა ქვეყნის ისტორიის, ასევე ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობა.

IV-აქტივობა: მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავიანთ მოძიებულ მასალებს და მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას.

V-აქტივობა-პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მოვახდენ პროექტის შეჯამებას შეფასების რუბრიკის მიხედვით.
             
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს    რ უ ბ რ ი კ ა:

კრიტერიუმი შკალა
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება შინაარსს.
მოწესრიგებულია, ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება  შინაარსს.
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ზოგადად, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს.
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები.
მინიმალურად ორიგინალური.
საკმარისად ორიგინალური.
მთლიანად ორიგინალური.
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
მიჰყვება ინსტრუქციას მხოლოდ ზოგიერთს.
მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული.
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული, ან მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი.
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნა, ზოგადად, გათვალისწინებულია.
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მათემატიკა

პროექტის ხელმძღვანელი: ცირა კიკვაძე


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  tsirakikvadze@gmail.com

No comments:

Post a Comment