გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
მხებითა და ქორდით შედგენილი კუთხე
საგანი/პედაგოგი
მათემატიკა/ცირა კიკვაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური/VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები ეცნობიან წრეწირთან დაკავშირებულ კუთხეებს  და შესაბამის რკალების   გრადუსულ ზომათა შორის კავშირს, წრეწირთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო კუთხის გამოსათვლელ ფორმულებს.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევის შედეგები
·         მოსწავლეები ეცნობიან წრეწირთან დაკავშირებული სამი კუთხის-მხებითა და ქორდით შედგენილი კუთხის, კუთხის, რომლის წვერო წრეწირის შიგნითაა და კუთხის, რომლის წვერო წრეწირის გარეთაა, გაცნობა და მათი გამოთვლის წესის დაუფლება.
·         ამ წესების გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
·         მოსწავლეები შეძლებენ ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით შეარჩიონ შესაბამისი გზა და ფორმულა წრეწირთან დაკავშირებული  კუთხეების ან რკალების გრადუსული ზომების გამოსათვლელად.
·         შესწავლილი მასალის საფუძველზე შეძლებენ წრეწირთან დაკავშირებულ კუთხეებს შორის ტოლი კუთხეების ამორჩევას, რიგ შემთხვევაში მათ შორის მეტობა-  ნაკლებობის დადგენას.
წინარე ცოდნა
·         მოსწავლეებმა იციან გეომეტრიული ფიგურები წრე და წრეწირი, ქორდა, წრეწირის რკალი, მხები, რადიუსი, დიამეტრი, ჩახაზული კუთხე.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით. ვაკვირდები ჩართულობის მუშაობას ჯგუფებში.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
თვალსაჩინოება სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები, დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, ფარგალი, სახაზავი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა.

აქტივობა1-მისალმება (1 წთ).

აქტივობა2. საშინაო დავალების ანალიზი (4 წთ).

აქტივობა3. გასული მასალის გახსენება, მაგ. მოსწავლეები გაიხსენებენ წრეწირთან დაკავშირებულ ჩახაზულ და ცენტრალურ კუთხეებს.( 10 წთ).

გაკვეთილის B-ფაზა- ცოდნის კონსტრუირება.

აქტივობა-4. ახალი მასალის ახსნამდე ფრონტალური გამოკითხვა. კითხვები: ა).კუთხე, რომლის წვერო წრეწირის ცენტრშია; ბ). კუთხე, რომლის წვერო წრეწირზე მდებარეობს, ხოლო გვერდები კვეთს წრეწირს. (5 წთ).

აქტივობა- 5. ჯვარედინი შეკითხვებით კლასთან ერთად ვამტკიცებთ პარაგრაფში მოყვანილ 2 თეორემას. (10 წთ).

გაკვეთილის С  ფაზა - რეფლექსია

აქტივობა 6 _ ჯგუფური მუშაობა _ 6 წთ.

აქტივობა 7 _ ჯგუფების პრეზენტაცია - 5 წთ.

საშინაო დავალება _ 2 წთ.

შეფასება _ 2 წთ.

No comments:

Post a Comment